02:54:53

Share |

ვანში შვილმა მამა მოკლა

ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში შვილმა მამა მოკლა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელის, ბადრი ადეიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

„როგორც ვიცი, მამა და შვილი ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში. როგორც შვილმა გამომძიებელს უთხრა, მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც მამას თვითონ ესროლა თოფი“, - განაცხადა ბადრი ადეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



ფირნიშები

სხვა ამბები

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ [Video]

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

დაწვრილებით  

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული იზოლატორი სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონტრუქციისას გათვალისწინებული იქნა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
10:00-13:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C1.4m/s
2.6mm
19:00-01:00
Rain showersNNW10°C4.0m/s
1.1mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom west7°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 10:00-16:00
Clear skyNNW6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Fairfrom east5°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31