19:25:42

ფირნიშები
Share |

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2017“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მეოთხედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად 2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ: ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, თბილისის, რიგის, ბელგრადის, სოფიას, ბრატისლავას, ბუქარესტის და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

„World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.



სხვა ამბები

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31