21:35:42

ფირნიშები
Share |

მოქალაქისთვის 200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 43 წლის მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთერთ პირს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ის მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.



სხვა ამბები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელმა საზღვრის კვეთის პროცედურები გაამკაცრა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები გამკაცრებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები.

დაწვრილებით  

საქართველოში რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი - პრეზიდენტი

რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31