08:06:01

Share |

ეკატერინე ზვიადაური - საგარეჯოელი საბრძოლო ექიმი [Photos]

37 წლის ეკატერინე ზვიადაური ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პირველი საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო ექიმია. ეკატერინე საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორიდან არის. მისი მოვალეობა სამხედრო ბაზაზე და ომის დროს კოლეგა პაციენტების სამედიცინო დახმარებაა. ეკატერინე ზვიადაური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. იგი შვიდი თვის განმავლობაში ერაყშიც იმყოფებოდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეკატერინე ზვიადაურმა უთხრა, ბავშვობიდან უნდოდა სამხედრო პირი გამხდარიყო, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ (იმის გამო, რომ ქალების კარანტინში მიღება არ ხდებოდა,) იძულებული გახდა ეკონომიკურზე ესწავლა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი გომბორის სამხედრო ბაზაზე საქმის მწარმოებლად დაიწყო მუშაობა.

„ბავშვობიდან ვვოცნებობდი, რომ სამხედრო პირი გავმხდარიყავი. სკოლა რომ დავამთავრე გოგონების კარანტინში მიღება არ ხდებოდა, ამიტომ ეკონომიკურზე ჩავაბარე, მაგრამ სამხედრო სამსახურში ყოფნის სურვილი სულ მქონდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გომბორის სამხედრო ბაზაზე საქმის მწარმოებლად დავიწყე მუშაობა. სამ წელიწადში ჩემი ნაწილი თელავში გადავიდა და უსამსახუროდ დავრჩი. ძალიან ვინანე, რომ მეც არ გადავედი. 2005 წელს შესაძლებელი გახდა ქალების მიღება კარანტინში. კრწანისის სასწავლო ბაზაზე გავიარე კარანტინი, რის შემდეგაც სენაკის 21-ე ბატალიონში მოვხვდი. 6 თვის შემდეგ, ჩვენი ქვედანაყოფი ერაყში წავიდა და შვიდთვენახევარი იქ ვიყავით. სენაკში გავიარე სამედიცინო კურსები და სამედიცინო ოცეულში გადავედი. 2008 წლის აგვისტოს ომში, ცხინვალთან ჩემ მეგობარ ეთერ თოთიაურთან ერთად საბრძოლო მედიკოსი ვიყავი. დაჭრილები გამოგვყვავდა ბრძოლის ხაზიდან. 30-მდე დაჭრილი გადავარჩინეთ. მე და ეთერი ჩვენ ქვედანაყოფს გარდა იმისა, რომ სამედიცინო დახმარებას ვუწევდით, ვამხნევებდით. თუ ხარ სამხედრო სამსახურში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ხარ ძალიან დაძაბულ რეჟიმში. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში შენ ხარ შენი პროფესიის და სამშობლოს სამსახურში“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეკატერინე ზვიადაურმა.

ეკატერინე ზვიადაური 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაოჯახდა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



ფირნიშები

სხვა ამბები

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

დაწვრილებით  

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31