06:00:16

Share |

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ექვსივე ქვეჯგუფს მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.

სოციალურად დაუცველებსა და პენსიონრების იმ ნაწილს, ვისაც ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ, გაუჩნდებათ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი.

ცვლილებების თანახმად, 32 ათასი მოქალაქე, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს. თუმცა, დარჩებიან ჯანდაცვის სხვა პროგრამების მოსარგებლეებად, მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, მშობიარობის დაფინანსება.

მოქალაქეები, (300 000 ადამიანი) რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ, წლიური შემოსავალი არ აღემეტება 40 000 ლარს – ამ კატეგორიისთვის შეიცვლება ის, რომ ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდებათ 90%-ით. გეგმიური სტაციონარი, თუკი ხარჯები 1000 ლარს აღემატება, დაუფინანსდებათ 70%-ით. გეგმიური სტაციონარის ხარჯები, თუკი ხარჯები 1000 ლარზე მეტი ექნებათ, ისინი არ დაფინანსდებიან. მათ არ მიენიჭებათ პრივილეგია, ისარგებლონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 50%-ით. გეგმიური ამბულატორიისა და ურგენტული სტაციონარის კომპონენტი უცვლელი დარჩება. გეგმიური სტაციონარი დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯები 500 ლარს გადააჭარბებს. (აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალქეები და თვითდასაქმებული პირები – 1 154 000 ადამიანი).

ეს კატეგორია ისარგებლებს პრივილეგიით, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით. შეუნარჩუნდებათ ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები. მიეცემათ გარდამავალი ეტაპის შეღავათები.

მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა – 102 000 ადამიანი.ამ კატეგორიას საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

6-18 წლის მოზარდები – 503 000 ადამიანი. ამ კატეგორიასაც, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

მშობიარობის დაფინანსება ყველა კატეგორიას უცვლელად შეუნარჩუნდება.



ფირნიშები

სხვა ამბები

18 წლის გოგა ოთინაშვილი ხისგან ეკოლოგიურად სუფთა საგანმანათლებლო სათამაშოებს აკეთებს [Photos]

18 წლის გოგა ოთინაშვილი ხისგან საბავშვო სათამაშოებს ქმნის. მან ბრენდი „Geo Toys“ შექმნა, რომელიც მოხმარებელს სამი სახის სათამაშოს - ასაწყობ ქალაქის კონსტრუქციებს, ავტოსადგომებს და ჩრდილების თეატრს სთავაზობს. როგორც გოგა ოთანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, მისი სათამაშოები შემეცნებით-საგანმანათლებლო დანიშნულების გარდა, იმით არის გამორჩეული, რომ ეკოლოგიურად სუფთაა. დაწვრილებით  

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის სკოლის დირექტორობიდან გადააყენეს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის” დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციით, ჩაქვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მღვდელი დანიელ სოლომონიძე (ვაჟა სოლომონიძე) დაინიშნა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31