13:09:00

ფირნიშები
Share |

საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე, მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად, იბეგრება აქციზის გადასახადით. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ - ბოქსი“.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირების იდენტიფიცირების, ასევე, უკანონოდ განთავსებული „სიმ-ბოქსები“-ს აღმოჩენის მიზნით.



სხვა ამბები

12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული ფრენები დაიწყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო. ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა. მათთან ერთად შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31