06:01:36

Share |

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

ღონისძიებიდან შემოსულ თანხას ოჯახი „თუშეთის განვითარების ფონდში“ ჩარიცხავს.

ესპანეთის ქალაქ პოლოპში სულხან იდოიძეს და მაია თავბერიძეს კაფე-ბარი „EL CASTELL“ აქვთ, სადაც ევროპულ სამზარეულოსთან ერთად ტრადიციულ თუშურ კერძებს ამზადებენ. კაფეს გახსნის მიზანი, თუშური ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

სულხან იდოიძეს და მაია თავბერიძეს კაფეს გახსნის იდეა 6 წლის წინ გაუჩნდათ. ისინი წლებია ესპანეთში ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ აღინიშნება. დაწვრილებით  

სოფელ ხოვლეს ტყეში რეინჯერის ცხედარი იპოვეს

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში 46 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კახაბერ ყურაშვილი ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის დასახიჩრებული ცხედარი გუშინ ღამით იპოვეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31