05:24:52

ფირნიშები
Share |

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

„საქართველოდან შარშან 13 000 ტურისტზე მეტი მივიღეთ, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით - ფაქტობრივად, 80 % საქართველოდან ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ეს, რა თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც შეეხება. ხელაღებით ვერაფერს უარვყოფ, შესაძლოა, ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე, მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 %-დან 80 არალეგალურ საქმიანობას იწყებს, მოსალოდნელია 1 ან 2 % შეცდომა“, - აღნიშნა საქართველოში ისრაელის ელჩმა.

ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდება და პირიქით, ის უფრო ინტენსიური გახდება და 2017 წელს ორმხრივი ფრენების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.




სხვა ამბები

ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, 30 მარტს, ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

დაწვრილებით  

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
10:00-12:00
Fairfrom south3°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31