21:50:54

ფირნიშები
Share |

სოფელი შილდა და პორტუგალიური სოფელი კუბა დამეგობრდნენ

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კახეთში პორტუგალიის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის. მემორანდუმი ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ეხება.

დოკუმენტს საზეიმო ვითარებაში ხელი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯემალ შავერდაშვილმა და მერმა ჟოაუ მანუელ პორტუგეშმა მოაწერეს.

მიმდინარე წლის 1-3 ივლისს პორტუგალიის სოფელ კუბაში გაიმართება ტრადიციული გამოფენა-ბაზრობა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში სოფელი შილდა ადგილობრივ პროდუქტებს - თაფლს, ჩურჩხელას და ღვინოს წარადგენს.

ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიელი სტუმრები სოფელ შილდის მოსახლეობას შეხვდნენ, დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები და ისტორიულ-კულტურული ადგილები. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებაში, გაეცნენ პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების ტექნოლოგიებს.

აღსანიშნავია, რომ ალენტეჟუს რეგიონი და სოფელი კუბა განთქმულია მეღვინეობით, მათ შორის აქ იწარმოება ქვევრის ღვინო. ასევე ალენტეჟური ხალხური სიმღერა (Cante Alentejano) იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალურ კულტურის ძეგლად. ეს ორი ძირითადი კომპონენტი საქართველოსა და პორტუგალიის ამ სოფლებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.



სხვა ამბები

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

დაწვრილებით  

სამ თვეში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოავლინეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 27.09.17
02:00-06:00
Rainfrom east13°C2.9m/s
0.7mm
06:00-12:00
Light rainfrom northeast12°C0.9m/s
0.7mm
12:00-18:00
Rainfrom east12°C0.2m/s
1.2mm
18:00-00:00
Rainfrom east-southeast12°C2.2m/s
3.6mm
ხუთშაბათი 28.09.17 12:00-18:00
Heavy rainfrom east9°C3.5m/s
10.2mm
პარასკევი 29.09.17 12:00-18:00
Light rainfrom east8°C2.6m/s
0.5mm
შაბათი 30.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest10°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31