21:33:44

ფირნიშები
Share |

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

„აქციის პირობების მიხედვით, 20-21 მარტს, „ცოდნის კაფეში“ მოსული ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი, რომელიც შეუკვეთავს ჩაის ან ყავას და ფურცელზე დაწერს ლექსს, რომელიც შეკვეთის საფასური იქნება. მენიუში 5 სახეობის ჩაი და 3 სახეობის ყავა გვექნება. თუ ვინმე განსაკუთრებულ ლექსს გვეტყვის, ნამცხვრითაც გავუმასპინძლდებით“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნანა ბაგალიშვილმა.

აღნიშნულ აქციას თბილისში მდებარე კაფეებიც უერთდება.

აქციაში მონაწილე კაფეებია: „Tiffani Bar Tbilisi“, „Terasa“, Cafe „Funicular“, „tiflis brunch“, „accent“, café-bar „bar 26“, „ბარბარესთან“, „Guinness“ და „Julius Meinl coffee corner“.



სხვა ამბები

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

დაწვრილებით  

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31