14:27:53

ფირნიშები
Share |

შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

შსს-ს ინფორმაციით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

„კანონის თანახმად, დაკავებულს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ოდნავი სიწითლე, ასევე, სიწითლე მაჯებზე - რგოლის სახით, რაც ხელბორკილებისგან იყო მიყენებული. დ.ხ.-ს შუბლზე - ორ ადგილას და ფეხის ტერფზე - ერთ ადგილას აღენიშნებოდა ძველი, დაკავებამდე მიყენებული დაზიანების კვალი. ზემოხსენებულის გარდა, დაკავებულს იზოლატორში შეყვანის დროს არც ერთი სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დაფიქსირებულია სამედიცინო შემოწმების დროს გადაღებულ ფოტოსურათებში.

დაკავებული პირის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. 2009 წელს ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) და სსკ-ს 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ)“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



სხვა ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შაშიანში პოლიციის ავტომობილი დაიმტვრა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. თელავისკენ მიმავალი „ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა.

დაწვრილებით  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 38 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 21.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east-northeast29°C1.5m/s
0mm
შაბათი 22.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C3.0m/s
0mm
კვირა 23.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast26°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31