12:02:42

ფირნიშები
Share |

მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება

ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციის მიზნით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. 

ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება. 

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ნაწილობრივ ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებზე კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან ლიბერალური პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენასა და შენახვაზე, არამედ დამზადებასა და გადაზიდვაზეც, ასევე, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზეც. გაცილებით უფრო ლიბერალური სანქციები შემოდის მარიხუანისა და მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემთხვევებშიც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სხვა სანქციებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით (ნაცვლად მოქმედი 4-7 წლისა), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს − 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად მოქმედი 6-12 წლისა",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროცესი მრავალი სირთულის ფონზე მიმდინარეობდა. დღემდე გატარდა შემდეგი მნიშვნელოვანი ზომები: ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის და სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მათი გასაღებისათვის; „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით შეიქმნა აღნიშნული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი; ზედოზირების შემთხვევაში გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რითაც მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი ფაქტორი; სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური ზომების შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი კუსტარულად დამზადებული ნივთიერებების მოხმარების ფაქტები; დაიხვეწა კანონმდებლობა ნარკოტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ლიბერალიზაცია (და არა დეკრიმინალიზაცია) შეეხოს მხოლოდ მარიხუანას და მცენარე კანაფს და შეფასდეს ამ რეფორმის შედეგები როგორც ზიანის შემცირების, ისე ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტიანობის კუთხით.





სხვა ამბები

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

დაწვრილებით  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები, სამსახურის სხვა თანამშრომლები დავეტერანები დაესწრნენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
16:00-18:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31