18:47:59

ფირნიშები
Share |

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

„მართლაც ძალიან დაძაბული ვითარება იყო. დიდხანს მოგვიწია მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. გუშინ მოხდა შეხვედრა და ორივე გვარის წარმომადგენლები შერიგდნენ. ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა თვითონ ამ ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებთან (იგულისხმებიან სალაფიტები) დუისში, იმ ზომიერ ფრთასთან, რომელიც დღევანდელობას სწორად განჭვრეტს. ზუსტად ამ ძალის დახმარებით, მათი აქტიური მონაწილეობით დადებითად გადაწყდა ეს საკითხი.

- პოლიციამ რა როლი შეასრულა?

- პოლიციაც თავისთავად ცხადია მოქმედებდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს მათი მხრიდან ლმობიერი დამოკიდებულება. შეიძლებოდა ეს უფრო გართულებულიყო, დაჭერებიც მომხდარიყო, მაგრამ ჩვენც ვთხოვეთ პოლიციას, რომ ჩვენ თვითონ მოვაგვარებდით ამ ამბავს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ეს საქმე მოვაგვაროთ ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის გარეშე. თუ ჩაერივნენ, კანონი არის ყველასთვის და კანონით მოხდებოდა დაკავება, სასამართლომდე მივიდოდა, მაგრამ რაც არ უნდა მიესაჯათ და მოეხადათ სასჯელი, საბოლოოდ მაინც აუცილებლად ბრუნდება ადათობრივ სასამართლოში“, – აღნინა ხასო ხანგოშვილმა.

სალაფიტების წარმომადგენლების ინფორმაციით, გვარების შერიგებას უხუცესებიც ცდილობდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

სალაფიტური ისლამის თემის წარმომადგენელი მუსა პანკისელი (მურაზი გოდერძიშვილი) ავრცელებს შერიგების ამსახველ ვიდეომასალას და ამბობს, რომ შერიგებაში მონაწილეობდნენ , შეიხები ისსა და აბდულქერიმი.

პანკისში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთს თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის შედეგად დაზიანდა ავტომობილებიც. ახმეტის პოლიციისთვის კონფლიქტის მიზეზიც და შედეგებიც ცნობილი იყო. პოლიციამ ქორწინების თავისუფლების დარღვევის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.

საქმე დაპირისპირებული გვარების ერთობლივი მიმართვის საფუძველზე შარიათის სასამართლომ განიხილა. წინწალაშვილების გვარს ტოხოსაშვილების სასარგებლოდ 13 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

გუშინ შემდგარი შერიგების შედეგად, ტოხოსაშვილებმა წინწალაშვილებს აღნიშნული თანხაც აპატიეს.



სხვა ამბები

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაწვრილებით  

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
23:00-00:00
Fairfrom west-northwest22°C1.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31