12:48:29

ფირნიშები
Share |

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჯოზეფ ეიდი - ალეპო, სირია: 70 წლის მოჰამად მოჰიედინე ანისი თავის დანგრეულ საძინებელ ოთახში ჩიბუხს ეწევა და მუსიკას უსმენს.


ამერ ალმოჰიბანი - ბეით ნაიმი, სირია: ახალგაზრდა კაცი შვილთან ერთად თვითნაკეთი სათამაშო მანქანით გადაადგილდება ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად არსებულ ღუტას რეგიონის პატარა ქალაქში.

ამერ ალმოჰიბანი - არბინი, სირია: 31 წლის მოჰამად ათაია, რომელიც ომამდე ფეხბურთელი იყო, დანგრეული შენობის სახურავზე მცენარეებს რწყავს.

არის მესინისი - მოსული, ერაყი: ბავშვები საომარი ზონიდან გაყავთ მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუტია.

ჰუნ-ჟი კიმი - სეული, სამხრეთ კორეა: მანათობელი დიოდებისგან აწყობილ ნათურებში გახვეული მამაკაცი ქვეყნის გადაყენებული ქალი პრეზიდენტის, გიუნ-ჰი პაკის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც დემონსტრანტები ყოფილი ლიდერის დაკავებას ითხოვდნენ.

მენაჰემ კაჰანა - იერუსალიმი, ისრაელი: მართლმადიდებლური თემით დასახლებული უბნის ქუჩაში სკოლისაკენ მიმავალი გოგონა პურიმის ფესტივალზე მიიჩქარის.

რონალდო შმიდტი - ტულტეპეკი, მექსიკა: ადამიანები შუშხუნებით დატვირთულ საგანგებო ხარის ფიგურა ტორიტოსთან ერთად პიროტექნიკის ყოველწლიურ ფესტივალზე.

ალკის კონსტანტინიდისი - ათენი, საბერძნეთი: კუნძულ კრეტაზე მცხოვრები ფერმერები პოლიციის სპეცრაზმის წინააღმდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე.

AFP - დაკა, ბანგლადეში: მჟავის სახეში შესხმის მსხვერპლი მაკიაჟს იკეთებს სცენაზე გასვლამდე, სადაც საგანგებო სამოდელო შოუ სახელად „ხელახალი სილამაზე“ იმართება.

მარიო ტამა - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარში.

სხვა ამბები

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. დაწვრილებით  

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31