08:05:45

Share |

ვლადიმერ იმნაძემ „OttoBock“-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა. შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი დაესწრნენ.

ვიზიტის მიზანია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ იმ პაციენტებს, რომლებსაც პროთეზირება უკვე ჩაუტარდათ. ასევე ახალი ბენეფიციარების საჭიროებების შესწავლა მოხდება.

2015 წლიდან დღემდე, მემორანდუმის ფარგლებში, 78 ამპუტანტ ვეტერანს მაღალ ტექნოლოგიური პროთეზი დაუმზადდა.

კომპანია „OttoBock“-ს არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.



ფირნიშები

სხვა ამბები

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს სამი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დაწვრილებით  

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31