06:06:09

ფირნიშები
Share |

მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც იგი პატრიარქს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დიკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური „ციანიდის საქმის“ შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი, არ გეთანხმებით“, - ნათქვამია მიტროპოლიტის წერილში.

მეუფე პეტრე წერილში ასევე უარყოფს მის მიმართ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით წაყენებულ ბრალდებებს, კერძოდ, საეკლესიო კანონების მუხლების მოშველიებით. იგი პირადად მიმართავს წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, დააკონკრეტოს, ვის გულისხმობს კლირიკოსში?

„55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია, მსგავსი შეცდომების დაშვება....“, -აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.

მისივე თქმით, არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად მიესალმება რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში, მაგრამ დიდ უსამართლობად მიიჩნევს, ეს ყველაფერი მისით დასრულდეს.

„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ, თქვენს მართლკვეთელობას“, - აცხადებს მეუფე პეტრე წერილში.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 9 მარტს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მეუფეს განმარტებით, სინოდის სხდომაზე მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.



სხვა ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

21 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. დაწვრილებით  

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
10:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast12°C2.0m/s
5.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31