23:51:37

ფირნიშები
Share |

მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ – პრემიერი

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ მართლაც კარგი შესაძლებლობით, რათა გაჯანსაღდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უკეთესია. პირველი წელია, რაც ჩვენ დავაბრუნეთ საგაზაფხულო არდადეგები და მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტული სკოლა უკვე ინფრასტრუქურას ამზადებს იმისთვის, რომ დასვენება იყოს ხელმისაწვდომი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე დასვენება არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასობრივს გავხდით მას, მითუფრო გავაიაფებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა,“–აღნიშნა პრემიერმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000–მდე ბავშვმა დაისვენა.

„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, მთლიანი სტატისტიკით ამ არდადეგებზე 10 000–მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე. მათი უმეტესობა, შესაძლოა, არ იყო ზამთრის კურორტზე ნამყოფი. დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს მასშტაბები იქნება ბევრად დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა, ჩატარდა შეჯიბრებები ზამთრის სპორტის სახეობებში. სპორტული სკოლები იყვნენ აქტიურად  ჩართულნი და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ იმუშავა ძალიან კარგად,“–განაცხადა განათლების მინისტრმა.



 

სხვა ამბები

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31