19:23:29

ფირნიშები
Share |

ფიტარეთის მონასტრამდე მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა [Photos]

თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქცის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა. დაზიანებული გზის გამო, ხიდზე გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფიტარეთის მონასტერის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ფიტარეთის ტაძარში ფრესკები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ყველაზე კარგად ჩრდილოეთის კედელია შემონახული. ტაძარი მდიდარია ჩუქურთმებით.

ფიტარეთში სოფელი იყო. ბოლო მოსახლე 1988 წელს გარდაიცვალა. ძირითადათ ოსები ცხოვრობდნენ. ოცწლიან სიცარიელეს მამათა მონასტრის დაარსება მოჰყვა. მონასტერი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ფიტარეთის ტაძრამდე ორი გზა მიდის. პირველი ქალაქ თეთრიწყაროზე გადის, შემდეგ სოფელ დუმანისს მიუყვება და ტყეში გრძელდება დაახლოებით 14 კილომეტრი. გზა ძალიან დაზიანებულია.

მეორე გზა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ტანძიის მხარეს. გზას მდინარე კვეთს და ავტომობილებს ტაძრამდე მისასვლელად პირდაპირ მდინარეში გავლა უწევთ. ეს გზაც ძალიან არის დაზიანებული და არც უსაფრთხოა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თეთრიწყაროს მხრიდან ფიტარეთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 2017 წელს არ იგეგმება.



სხვა ამბები

სასტუმრო კომპლექს „ლოპოტაზე“ სამსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯი იწვის

სასტუმრო კომპლექს „ლოპოტას“ ტერიტორიაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი რუაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე თელავის სამი ბრიგადაა მობილებული, ახმეტის და ყვარლის სამაშველო ჯგუფები კი რამდენიმე წუთში დაემატებიან.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

დაწვრილებით  

არასამთავრობოები - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

19 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე მიუთითებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31