09:33:04

ფირნიშები
Share |

გიორგი მამალაძის დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია - ადვოკატი

ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დასრულდა. პროკურორების შეკითხვებს გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მამა გიორგიმ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

„დაკითხვა დამთავრდა იმით, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას მეტი შეკითხვა აღარ აქვს. მამა გიორგი მამალაძემ თავიდან ბოლომდე მისცა ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, რომ რეალურად შეუდგეს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინონ”,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდებულის პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე არასერიოზულია და ვერც ერთ კითხვაზე პასუხები ვერ მიიღეს. პროკურორის განმარტებით, „ბრალდებული ცდილობს რაღაც სურათი დახატოს და დანაშაული სხვებს გადააბრალოს. მისივე თქმით, მამა გიორგი თავიდან ამბობდა, რომ ციანიდი შორენას ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა, შემდეგ თქვა, რომ თეთრუაშვილს თვითმკვლელობისთვის უნდოდა, ახლა კი ამბობს, რომ მას ყველაფერი მოუგონეს და არ ადასტურებს, რომ ციანიდი შეიძინა“,- განაცხადა პროკურორმა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, როგორც მათ მამალაძემ დაკითხვისას განუცხადა, რაზეც ის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს, იყო ხუმრობა მისი მხრიდან.

 რაც შეეხება პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, პროკურორის ინფორმაციით, ოხანაშვილი ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.



სხვა ამბები

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა. დაწვრილებით  

სოფელ საქობოში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მათივე თქმით, ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
14:00-18:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31