21:30:26

ფირნიშები
Share |

სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამხედრო პოლიციამ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

„2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება“,- განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის „ბ“ პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

ვეტერანების შვილებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გასართობი ღონისძიება გაიმართა.

დაწვრილებით  

პარლამენტმა ხეების ჭრის გამარტივებაზე დავით სონღულაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული ხეების ჭრის პროცედურა მარტივდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18
02:00-06:00
Cloudyfrom west-southwest4°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom west-southwest3°C1.3m/s
1.0mm
12:00-18:00
Partly cloudy6°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast7°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 12:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 01.03.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31