00:55:32

ფირნიშები
Share |

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები 11 მარტს, ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს გმობენ და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.

„პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას.

აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს.

მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი.

კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს.

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. 

განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.



სხვა ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვია. ამის შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
05:00-06:00
Partly cloudyfrom west0°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31