05:17:32

ფირნიშები
Share |

გიორგი მარგველაშვილი თელავში შეხვედრებს გამართავს

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“-ს ფარგლებში 12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. 13:30 საათზე პრეზიდენტს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექნება შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

დღესვე, გიორგი მარგველაშვილი თელავში კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში ადგილობრივ საწარმოებს დაათვალიერებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყებს საერთო სახალხო განხილვებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ სწორედ ჩვენი დახმარება საერთო სახალხო განხილვის პროცესში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.


სხვა ამბები

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest1°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31