01:53:56

Share |

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში - The Guardian [Photos]

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი.

ფინო-უგრული წარმოშობის ხალხი - მარიელები, რომელთა რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, დედაქალაქ მოსკოვიდან 800 კმ მანძილით დაშორებულ მარი-ელის პატარა რესპუბლიკაში ცხოვრობენ და ძირითადად თავიანთ ტრადიციულ რელიგიას - ჩიმარიი იულას, იგივე მარიულ პაგანიზმს მისდევენ, რომელიც ბუნების ძალებთანაა დაკავშირებული. ბუნება მათთვის აბსოლუტური სიკეთის წყაროა. მარიელებს ე.წ. კერემეტების, ანუ ბოროტი ღმერთ-კაცების არსებობისაც სწამთ. მარიული მითოლოგია და რელიგია ცხოველებითაცაა წარმოდგენილი. დიდი ზომის ცხოველებს, მაგალითად ირმებს, ისინი ღმერთებს სწირავენ.

მარიული პაგანიზმს შემდეგნაირი ღვთაებები ჰყავს (არასრული ჩამონათვალი):

კუგუ-იუმო - მონისტური მთავარი ღვთაება.

საკსა-იუმო - ნაყოფიერების ღმერთი.

პურიშო - ბედისწერის ღვთაება, ყოველი ადამიანის ბედისწერის შემქმნელი.

აზირენი - (მარიულად: სიკვდილი) სიკვდილის ღმერთი, რომელიც გარდაცვალებისას მიდის ადამიანთან და ეუბნება, რომ მისი დრო დადგა.

შუდირ-შამიჩ იუმო - ვარსკვლავების ღმერთი.

ტილზე-იუმო - მთვარის ღმერთი.

უჟარა-იუმო - განთიადის ღმერთი.

კომუნიზმის პერიოდში მრავალი მარიელი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი გახდა, თუმცა სოფლებში ახლაც მრავლად არიან პაგანები, რომლებიც იდუმალ რიტუალებსა და მჩხიბაობას კვლავ ატარებენ.

ზამთარი სუსხიანი და ცივია, ზაფხული კი - მოკლე. მარიელი ქალები ყინვისგან სახეს საგანგებოდ იფარავენ. ფოტოგრაფ კუვაძიმას აზრით, მარიელთა ტყეებში ცხოვრება თანამედროვე სამყაროსგან ძალზე შორსაა, მისი თქმით მარიელთათვის საათი გაჩერდა და გაიყინა.

მსგავსი სტატიები:

გერმანიასა და რუსეთს შორის გაჭედილი თემი - The Guardian [Photos]

„დაკარგული მთები“: მოგზაურობა ამბოხებულთა მიერ დაპყრობილ დარფურში [Photos]

„ზღვის ქალები“ - კორეული ტრადიციული პროფესიის უკანასკნელი წარმომადგენლები [Photos]

ფირნიშები

სხვა ამბები

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

სავალებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები სამი თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. ახალი სისტემის მიხედვით, მათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

დაწვრილებით  

სამართალდამცავებმა თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს

სამართალდამცავებმა მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31