19:24:52

ფირნიშები
Share |

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

„პირობას ვდებ, დაუსჯელი ნამდვილად არავინ დარჩება, ვინც იყო მონაწილე და ორგანიზატორი ამ ვანდალური აქტისა. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვა ამგვარი ფორმით ყოვლად მიუღებელია. თუკი ვინმეს თავში იხარშება მსგავსი რომ აპირებს კიდევ გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს ადგეკვატურ, პროპორციულ ძალას“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

აქცია ბათუმში 11 მარტის საღამოს დაიწყო. გაზეთი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც პატრულმა მოქალაქე დააჯარიმა. მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თვითმხილველების თქმით, „წიხლებით შეტენეს მანქანაში“.

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც დაკავებულთა გათავისუფლებას და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პოლიციის უფროსი გორელია და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება თითქმის 12 საათის განმავლოაბში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.აქცია სპეცნაზმა დაშალა.



სხვა ამბები

ძალიან ვწუხვარ რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ საქართველოში ხდება - ილია მეორე

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. დაწვრილებით  

დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა [Photos]

დავით გარეჯი National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებში 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31