17:28:56

ფირნიშები
Share |

თელავში „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს [Photos]

თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქვეითთა „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს იდეის ავტორმა გიორგი ორკოდაშვილმა უთხრა, კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

„ზებრა გადადსასვლელი თელავის N1 საჯარო სკოლასთან მოვხატეთ. გადასასვლელზე კახეთის თემატიკიდან გამომდინარე ყურძნები დავახატეთ. კამპანიის მიზანი, მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილება და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ორკოდაშვილმა.

ქვეითთა გადასასვლელი ეკო-აქტივისტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ დაფინასებით მოხატეს.

პროექტის ფარგლებში თელავის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვა „ზებრა“ გადასასვლელების მოხატვა.



სხვა ამბები

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ ქონების გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 27 წლის გ.გ., 35 წლის ბ.დ. და 43 წლის გ.ო. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქეს 23 600 აშშ დოლარს სძალავდნენ.

დაწვრილებით  

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31