05:18:51

ფირნიშები
Share |

აშშ-ს საელჩომ თელავში დაღუპული პოლიციელის მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა

საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ თელავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა. ღონისძიებას გარდაცვლილის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს - მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს - კორტნი გეილს გადაეცათ.

კონფერენცია -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. წელს კონფერენციაში18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელები, გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი 2015 წლის 30 დეკემბერს მოკლეს. სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს თელავში მცხოვრები, 19 წლის სანდრო მეტრეველი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელებს საკუთარი სახლის გალავნიდან ესროლა. ვერსია ბრალდებულის შეურაცხადობის შესახებ მკვლელობის დღესვე გაჩნდა და მისი ავტორი თელავში ჩასული შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკვლელობაც ამიტომ ჩაიდინა. აღნიშნული ვერსია თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა და ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიესაჯა.



სხვა ამბები

ავღანელ ბავშვებს ქართველმა სამხედროებმა ზუგდიდიდან გაგზავნილი სასკოლო ნივთები გადასცეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. დაწვრილებით  

შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული ფრენები დაიწყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო. ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა. მათთან ერთად შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest1°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31