07:08:50

ფირნიშები
Share |

თავდაცვის სამინისტრომ რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ბინა გადასცა

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი  შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი  I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

დავით რუსიტაშვილის ცხრასულიანმა ოჯახმა ბინის გასაღები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში 2016 წლის 8 მარტს მიიღო. თუმცა, უძრავი ქონების დაკანონება, მისი  ოფიციალურად გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც დაირღვა ვადებიც. საკითხის შესწავლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი დაუკანონა.

„მოგეხსენებათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ამ ვადების გასვლის შემდეგ ყველანაირი სამართლებირივი საფუძვლები ბათილდება. რუსიტაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველანაირი ვადები დარღვეული იყო, თუმცა, მინისტრის  დავალებით, მოხდა საკითხის ძირეული შესწავლა და შეიქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის გამოიცა  მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რეესტრში გაფორმდა დოკუმენტაცია და   შესაბამისად რუსიტაშვილების ოჯახი უკვე უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები არიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.




სხვა ამბები

ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31