18:36:38

ფირნიშები
Share |

2016 წლის მე-6 მემილიონე ტურისტს საქართველოში საგანგებო დახვედრა მოუწყეს [Video]

2016 წელს პირველად საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 350 825 შეადგინა. მე-6 მემილიონე ტურისტს, ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო დახვედრა მოუწყო.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჰოლანდიელ სტუმარს აეროპორტში დახვდნენ და გიორგი კვირიკაშვილთან საზეიმო ვახშამზე მიიყვანეს. მიღებაზე პრემიერ-მინისტრმა სტუმარს ქართული სამზარეულო და კულტურა გააცნო.

ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც ონლაინ-რეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა და ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.

ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე იგეგმება, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საემიროები.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სხვა ამბები

ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს

144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო. 2 თორმეტსართულიან კორპუსში არსებული ბინებიდან 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 კი სამოთახიანია.

დაწვრილებით  

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
23:00-00:00
Fairfrom west-northwest22°C1.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31