06:40:51

ფირნიშები
Share |

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

ამავე პროექტით, კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.

კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ასევე, კანონში დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებდა მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, თუმცა კანონპროექტთა პაკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული მუხლი ამოიღო.

ცვლილებები შედის პოლიციის შესახებ კანონშიც, რაც უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, პროექტი პოლიციელს უფლება ანიჭებს, გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტანციონალური სიჩქარის საზომი ხელსაწყოები.



სხვა ამბები

სიღნაღის სასამართლომ სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს. დაწვრილებით  

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.02.18
11:00-12:00
Partly cloudyfrom east5°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east6°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C0.5m/s
0mm
შაბათი 24.02.18 12:00-18:00
FairNNW8°C0.1m/s
0mm
კვირა 25.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast9°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 10:00-16:00
Rainfrom west-southwest6°C0.7m/s
2.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31