21:24:54

ფირნიშები
Share |

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს თავად მიმართა და თანამდებობაზე დასანიშნად პატრიარქის გადაწყვეტილება წარადგინა.

საჯარო რეესტრში მიიჩნევენ, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს. რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად მიქაელ ფოფხაძეს 30 დღე აქვს.

„ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

9 მარტს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მეუფეს განმარტებით, სინოდის სხდომაზე მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.



სხვა ამბები

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

დაწვრილებით  

სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ბრალდებული იარაღის მუქარით თავს დაესხა სოფელ ნანიანში მდებარე სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ფული და მობილური ტელეფონი გაიტაცა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 25.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest9°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest8°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast17°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east18°C2.0m/s
0.9mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east-northeast19°C2.0m/s
0.5mm
კვირა 28.05.17 10:00-16:00
Rainfrom northwest18°C0.5m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31