21:26:50

ფირნიშები
Share |

პარლამენტმა ხეების ჭრის გამარტივებაზე დავით სონღულაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული ხეების ჭრის პროცედურა მარტივდება.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზანია გამონაკლისის დადგენა, იმისთვის, რომ დასაშვები იყოს კერძო საკუთრებაში არსებული დაავადებული მწვანე ნარგავების ჭრა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების გარეშე.

„დაავადებული ხე, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას, უნდა მოიჭრას სანიტარული ჭრის ფარგლებში, რაც გულისხმობს მწვანე ნარგავების მოვლით ღონისძიებას, ვინაიდან დაავადებული ხე-მცენარე დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ ჯანსაღ მწვანე საფარს. შესაბამისად, სამართლიანი იქნება ბიომრავაფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ მესაკუთრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მწვანე ნარგავის ჭრის ნებართვის მოპოვებით. ამასთან, კანონპროექტის მიზანია, განისაზღვროს ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანო და ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დავით სონღულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დავით სონღულაშვილის კანონპროექტი ითვალისწინებს დედაქალაქში მწვანე საფარის ერთადერთი დამცავი მექანიზმის – კომპენსაციის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში.

„მოქმედი კანონი ძალიან მწირ გარანტიებს შეიცავს დედაქალაქში მწვანე საფარის დაცვის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ხეების ჭრისას გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გადახდას გულისხმობს. სხვა ღონისძიებები აღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ არის. დავით სონღულაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ამ ერთადერთი დამცავი მექანიზმის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ვერ ახერხებს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხეების მდგომარეობისა და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობის დადასტურებას“, - აცხადებდა უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.



სხვა ამბები

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს, მათზე პასუხისმგებლობა კი ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დაწვრილებით  

პატრიარქი - წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს საკუთარმა შვილმა უღალატა

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 25.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest9°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest8°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast17°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east18°C2.0m/s
0.9mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east-northeast19°C2.0m/s
0.5mm
კვირა 28.05.17 10:00-16:00
Rainfrom northwest18°C0.5m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31