12:47:35

ფირნიშები
Share |

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული დიდ ოდენობით თანხების მითვისებაშია ეჭვმიტანილი

ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე თეიმურაზ ნიშნიანიძე, 4 მილიონი გრივნის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნიშნიანიძე, რომელიც ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ „ოდესის კეთილდღეობისათვის“ («На благо Одеси»), უკრაინის მთავარმა პროკურატურამ 10 მარტს გამოაცხადა ეჭვმიტანილად და დაკითხვაზე დაიბარა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ნიშნიანიძე ეჭვმიტანილია საქართველოს საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაში 2012-2013 წლებში, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზებასა და ფულის გათეთრებაში.

უკრაინის მთავარი პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის, ლარისა სარგანის, ინფორმაციით, პროკურატურა მსჯელობს იმაზე, თუ აღკვეთის რა ფორმა გამოიყენოს თემურ ნიშნიანიძის მიმართ.



სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

ლონდონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
17:00-18:00
Partly cloudyfrom southwest1°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31