13:47:51

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტომანქანების შეკეთებისთვის 1 053 655 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 36 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 2017 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 1 053 655 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მათემოტორსთან“, რომლის დირექტორი გელა ბარკალაია რამდენიმე დღის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2 თებერვალს გაფორმდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სამსახურებრივი ავტომანქანების შეკეთებისა და ტექმომსახურების შესყიდვის მიზნით 2017 წლის 13 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის პრეისკურანტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 317 069 ლარით განისაზღვრა.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ - შპს „თეგეტა მოტორსმა“ (ს/კ - 202177205) და შპს „მათემოტორსმა“ (ს/კ - 204470063). ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა „მათემოტორსი“, რომლის შეთავაზებული საბოლოო სატენდერო წინადადება 1 053 655 ლარი იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება 2017 წლის 2 თებერვალს 150 000 ლარზე გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოპარკში სულ 36 ერთეული უცხოური წარმოების ავტომანქანაა, რომელთა გამოშვების თარიღი 2007 -2012 წლების პერიოდს მოიცავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმდებიდან ერთი თვის შემდეგ, შპს „მათემოტორსის“ 100 % წილის მესაკუთრე გელა ბარკალია თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მძიმე დანაშაულების ბრალდებით დააკავა, ხოლო საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის დაკავება პროკურატურაში მოქალაქის მიერ 2014 შეტანილი საჩივრის საფუძველზე განხორციელდა.

რაც შეეხება იმავე ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიას - შპს „თეგეტა მოტორსს“, მისი გენერალური დირექტორი და კაპიტალის 70 %-ის მფლობელია თემურ კოხოძე, - 2008-2012 წლების საქართველოს პარლამენტში ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი, რომელიც იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იმავე მომსახურების შესყიდვის ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებს შეადგენდა: 2012 წელს - 200 000 ლარი; 2013 წელს - 198 295 ლარი; 2014 წელს - 572 922 ლარი; 2015 წელს - 585 531 ლარი; 2016 წელს - 1 081 700 ლარი.



სხვა ამბები

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. დაწვრილებით  

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31