21:27:15

ფირნიშები
Share |

გიორგი თარგამაძის მეუღლის კომპანიას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის განკარგულებით შპს GOLDEN GRAINS-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამ საწარმოს მფლობელები არიან თურქეთის 2 მოქალაქე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 21 თებერვალს გამოსცა განკარგულება №289, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა 1 ლარის საფასურად საკუთრებაში გადაეცა შპს GOLDEN GRAINS-ს, რომელმაც 2 წლის განმავლობაში უნდა შექმნას ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმო და ამ მიზნით 175 000 ლარამდე თანხის ინვესტირება მოახდინოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს GOLDEN GRAINS 2012 წლის 16 ნოემბერს არის რეგისტრირებული. საწარმოს პარტნიორები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები მეჰმეთ ენჯინ ბილსენი (34 %) და ოქტაი ოზთურქი (33 %), ასევე საქართველოს მოქალაქე თათია თოფურია (33 %), რომელიც ყოფილი ჟურნალისტისა და პარლამენტარის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის მეუღლეა. 



სხვა ამბები

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, დღეს მისცემს. მატროსოვის ციხეში მას მთავარი საგამოძიებო უწყების და საქმის პროკურორი დაკითხავს. დაწვრილებით  

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 25.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest9°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest8°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast17°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east18°C2.0m/s
0.9mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east-northeast19°C2.0m/s
0.5mm
კვირა 28.05.17 10:00-16:00
Rainfrom northwest18°C0.5m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31