08:55:32

Share |

მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ - სინოდი

წმინდა სინოდის სხდომის განჩინების მიხედვით, 9 მარტს გამართულ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.

„ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის. საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს.“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილია.

„შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა პეტრემ ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლაში.



ფირნიშები

სხვა ამბები

პედოფილიისთვის საქართველოში 2016 წელს 221 ადამიანი დაისაჯა

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით, 42-დან 171-მდე გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას.

დაწვრილებით  

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის სამოქმედო გეგმა კითხვის ნიშნებს აჩენს - სახალხო დამცველი

საქართევლოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, არ წარმოადგენს საკითხის სრულფასოვან შესწავლაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველის თქმით, იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით შეფასდეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31