06:53:12

ფირნიშები
Share |

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ენდობა

საქართველოს საპატრიარქო 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სინოდი გამოძიებას ენდობა.

„წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გაასაჯაროვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.



სხვა ამბები

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

დაწვრილებით  

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს სამი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31