09:12:04

Share |

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ძირითადად უჩიოდნენ გულ-მკერდის და მუცლის ზედაპირულ დაჟეჟილობებს. ჩავუტარეთ კვლევები და გაიწერნენ ბინაზე შესაბამისი რეკომენდაციით“,- განაცხადა საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმმა ნინო ამირიძემ.

თვითმხილველთა თქმით, რუსეთის ნომრებით მოძრავი ტრაილერის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

„ტრაილერი კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა“,- აღნიშნა თვითმხილველმა მამუკა წიქორაშვილმა.

საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ჩადენილს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


ფირნიშები

სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
13:00-18:00
Cloudyfrom east11°C2.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east11°C1.8m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.1m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast14°C1.3m/s
1.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31