18:59:08

ფირნიშები
Share |

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ [Video]

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

„2 წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება და წაიღეს ხორბალი. ავთანდილ ვაშაკიძემ მითხრა, რომ ფულს რვა დღეში მომცემდა. ნახევარი გადაიხადა და ნახევარი დარჩა. ეგრე მეორე მანქანაც წაიღეს. იქაც ნახევარი დარჩა და ნახევარი გადაიხადა. 40 ათასი ლარია მასთან. მან მითხრა, რომ მე სხვაგან გავყიდე და იქიდან ფული არ მომცეს და იმიტომ ვერ გადაგიხადეო“, - ამბობს ინდოელი ფერმერი გულპრიტ სინგჰ გაჩლი.

ის ინდოეთიდან საქართველოში 2010 წლის ჩამოვიდა. 2012 წელს მან საქობოში მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროისთვის გულპრიტი 110- ჰექტარ მიწას ამუშავებს და ხორბალი მოჰყავს. 1 ტონა ხორბალს საშუალოდ 500 ლარად ყიდის.

მას შემდეგ, რაც ინდოელი ფერმერები კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდნენ, ვაშაკიძე ფერმერებთან მივიდა და უთხრა, რომ მას ვალი არ აქვს.

„ავთო ვაშაკიძე დღეს მოვიდა და მითხრა, ვალზე სად დარეკეო. მითხრა შენი ვალი არ მაქვს, მე გადავიხადეო. ტყუილად მითხრა ეს“, - ამბობს გულპრიტ სინგჰი. მისივე თქმით, ვაშაკიძემ ხორბალი სხვა ინდოელი ფერმერებისგანაც წაიღო და ფული არც მათ გადაუხადა.

„ავთო ვაშაკიძემ სხვა ინდოელებიც მოატყუა. ჰეფისთან 8 ათასი ლარი აქვს გადასახდელი;. ჩვენ მას ვენდეთ როგორც გამგეობის თანამშრომელს, მან კი მოგვატყუა. პოლიციაში ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს საქმე ჩვენ არ გვეხებაო. სასამართლოში არ მივსულვარ. ადვოკატისთვის 500-600 ლარია საჭირო და ამდენი ფული აღარ მაქვს“, – აღნიშნავს ინდოელი ფერმერი.

ბრალდებებს უარყოფს ავთანდილ ვაშაკიძე და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებს, რომ ხორბლის საფასური გადახდილი აქვს. მისივე თქმით, გულპრიტ სინგჰს მისი კუთვნილი 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით აქვს გადაფორმებული.

„მაგ პიროვნების არანაირი ვალი არ მაქვს. მიმართოს სათანადო ორგანოებს. ფლობს ჩემს მიწას. როგორ გაიფორმა, მაგაზე მე პროკურატურაში შევიტანე საბუთები და მიხედავს მაგას გამოძიება. ტყუილ ბრალდებას თავი დაანებოს. მე მაქვს თვითონ საჩივარი შეტანილი. აქეთ შევუქმენი მე მაგას პრობლემა და ამიტომ რაღაც პროვოკაციებზე მიდის“, - ამბობს ავთანდილ ვაშაკიძე.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სხვა ამბები

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

დაწვრილებით  

10 მარტს თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31