22:43:46

Share |

ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს

8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო.

კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ხელოვანი ვეტერანები და სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. პირველ ადგილზე 12 წლის მარიამ თეთრაძე გავიდა, მეორე ადგილი 10 წლის ნიკოლოზ ქისიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი 10 წლის ალექსანდრა მეცხოვრიშვილს ერგო. გამარჯვებულების დაჯილდოვება საზეიმო გარემოში გაიმართა. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გამარჯვებული ნახატებისგან მისალოცი ბარათები დაამზადა, რომლებიც ვეტერან ქალბატონებს 8 მარტს დაურიგდათ.

შარდენის ქ. 19-ში გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია 


ფირნიშები

სხვა ამბები

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ – პრემიერი

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
03:00-06:00
Cloudyfrom west-northwest7°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom northwest8°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast13°C0.9m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.8m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast18°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31