00:04:20

ფირნიშები
Share |

„რუსთავი2“-ის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

ტელეკომპანიის დირექტორის, გვარამიას თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

„სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.



სხვა ამბები

ორი ინდმეწარმე საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად სპრედს აწვდიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ბრალდებით, ორი ინდმეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დაწვრილებით  

საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა

საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის,  გიგა გიორგაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების სისტემა ამ რაოდენობის მიგრანტების მისაღებად და მათ დასახმარებლად მზად არის.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31