12:50:49

ფირნიშები
Share |

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. ახალი შენობაც კოსტავას 68 ნომერში იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ტელეკომპანიის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

„იგეგმება ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერების კანონით გათვალისწინებული წინადადების მომზადება. ეს იყოფა ეტაპებად. ჯერ უნდა მომზადდეს საპროექტო დავალება, ამაზე იქნება ტენდერი. შემდეგ იქნება კონკურსი შენობასთან დაკავშირებით – ამაზე იქნება ტენდერი. შემდეგ იქნება მშენებლობაზე. ეს იქნება კოსტავას 68-ში იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ტელევიზიის შენობის ოდნავ გვერდით. რაც მთავარია, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ფაქტობრივად ტელევიზიის მშენებლობიდან, ეს შენობა 1966 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ იმედი გვაქვს 2017 წელს დაწყებული პროცესით 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშვებს ძალიან კარგ თანამედროვე, კონფორტულ და თავის სპეციფიკაზე მორგებულ შენობაში” –განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შენობასთან დაკავშირებით საუბარია არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაშიც. მასში აღნიშნულია, რომ ახალი შენობის პროექტირების პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში.

ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.



სხვა ამბები

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის სპეციალისტი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს. დაწვრილებით  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შაშიანში პოლიციის ავტომობილი დაიმტვრა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. თელავისკენ მიმავალი „ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31