05:56:07

Share |

12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე შესაძლოა უქმედ გამოცხადდეს

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე - 12 აგვისტო, შესაძლოა, საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ  და უქმედ გამოცხადდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ინიციატივის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მეტი ძალისხმევა მიმართოს შიდა ეროვნული კონსოლიდაციისკენ.

როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო, დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება კი, ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებასა და განმტკიცებას.

„კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ, მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე“ - ნათქვამია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი.



 

ფირნიშები

სხვა ამბები

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

დაწვრილებით  

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ ქონების გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 27 წლის გ.გ., 35 წლის ბ.დ. და 43 წლის გ.ო. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქეს 23 600 აშშ დოლარს სძალავდნენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31