08:51:21

ფირნიშები
Share |

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება - მინისტრი

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 10 ათასი ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატებოდა, საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობას ცდილობდა.

„სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯადაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამიად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.



 

სხვა ამბები

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს, მათზე პასუხისმგებლობა კი ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დაწვრილებით  

13 წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო [Photos]

13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა, სადაც ტახტზე მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31