05:56:39

Share |

საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად ლაგოდეხში მამაკაცი დაიღუპა

ლაგოდეხის რაიონში, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა „კელაპტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა გივი ლობჟანიძემ უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და აგრესიული იყო.

„პაციენტს თავზე მცირე ჭრილობა ჰქონდა. ჩვენთან 3-4 ადამიანის თანხლებით მოვიდა. როგორც მედდები ამბობენ, ნასვამი იყო და აღგზნებული. იქცეოდა აგრესიულად. ქირურგიული განყოფილების მოსაცდელ დარბაზში იმყოფებოდა, როდესაც ფანჯრის გახსნა მოითხოვა, რადგან ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ამ დროს გადახტა ფანჯრიდან და ადგილზე დაიღუპა“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გივი ლობჟანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ფირნიშები

სხვა ამბები

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს. დაწვრილებით  

სირიაში მომხდარი ორი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში არსებულ ძველ რაიონში 11 მარტს ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31