19:26:48

ფირნიშები
Share |

ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.



სხვა ამბები

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დაწვრილებით  

ბერლინის მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არსებულ ბოდეს მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, მძარცველებმა მუზეუმში ფანჯრის მეშვეობით ღამის 03:30-საათზე შეაღწიეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31