12:05:00

ფირნიშები
Share |

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

მარტინ ეიმი - მოსული, ერაყი: ოჯახები ქალაქიდან გაღწევას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის დასავლეთ ნაწილზე სამთავრობო ჯარებმა იერიში მიიტანეს.


როდრიგო აბდი - ტიტიკაკა, პერუ: ტბა ტიტიკაკას დაბინძურებული სანაპირო სოფელ კაპი კრუს გრანდეში.

მენაჰემ კაჰანა - ოფრა, დასავლეთ სანაპირო: ისრაელის პოლიცია ცდილობს პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ებრაელების ევაკუაციას.

მარკ როლსტონი - ჰოლივუდი, კალიფორნია: „ლა ლა ლენდისა“ და „მთვარის შუქის“ სამსახიობო და გადამღები ჯგუფები ერთად სცენაზე, სადაც ოსკარის გამარჯვებული წლის საუკეთესო ფილმი არასწორად გამოაცხადეს.

ალვარო ბარიენტოსი - ალსასუა, ესპანეთი: მომოჩორო, ანუ ხარ-კაცა ალსასუას ტრადიციულ ფოლკ კარნავალზე მონაწილეობისთვის ემზადება.

დენ კიტვუდი - პალორინია, უგანდა: სამხრეთ სუდანელი ლტოლვილების ბანაკი.

ხორხე გერეირო - მალაგა, ესპანეთი: „წითელი ჯვრის“ თანამშრომელი გადარჩენილი ბავშვით, რომელიც 150 სხვა აფრიკელთან ერთად იხსნეს დაზიანებული ნავიდან.

სალვატორე ალეგრა - კატანია, იტალია: ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი - მთა ეტნა.

არიელ სუბირა - პარატი, ბრაზილია: ბლოკო და ლამას ტალახის კარნავალის მონაწილეები.

სამირ ალ-დუმი - დუმა, სირია: „თეთრი ჩაფხუტების“ წევრს დაშავებული გოგონა ნანგრევებიდან გამოყავს.

სხვა ამბები

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

დაწვრილებით  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31