01:38:52

ფირნიშები
Share |

არასამთავრობოები ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სასამართლოს ყურადღება მიმართონ იმ ფაქტისკენ, თუ რამდენად მნიშნელოვანია ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების შენარჩუნება, რამდენადაც ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.

მათი თქმით, საქმეზე დაკვირვების შედეგად არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ პროცესში სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაირღვა. ისინი განმარტავენ, რომ მიუხედავად შეფასებებისა, რომელიც საქმეს კერძო მხარეებს შორის საკუთრებაზე დავად წარმოადგენდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მთავარ ოპოზიციურ არხზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რაც ქვეყანაში მედიაპლურალიზმს მნიშვნელოვნად დააზიანებდა.

ისინი შესაბამისი ეჭვის საფუძვლებს განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ გარდა სამართლებრივი ფაქტორებისა, მნიშნელოვნია აღინიშნოს „რუსთავი 2“ მთავრობისადმი კრიტიკულობით გამოირჩევა, ამასთან ყველაზე ყურებადი ტელევიზიაა საქართველოში.

„გვინდა სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტისკენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და მისი დამოუკიდებლობა მისი მფლობელების შეცვლის შემთხვევაში მაღალი რისკის ქვეშ დგება“ - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით საყურადღებოა ისიც, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციუო უმრავლესობა აქვს პარლამენტში, რაც კონტროლის მექანიზმს ასუსტებს ქვეყანაში.

„ამ გარემოებაში, უმნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედიას დემოკრატიული კონტროლისა და ანგარიშვალდებულების განხორციელებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.



სხვა ამბები

სოციალური მეწარმეობის თემაზე თელავში ვორქშოფები გაიმართება

10 მარტს, პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში თელავში ვორქშოფების სერია დაიწყება. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ვორქშოფებს იდეის გენერირებაზე, ბიზნესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. ვორქშოფებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

დაწვრილებით  

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ბავშვი გარდაიცვალა, 5 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხრი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 5 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31