01:41:56

ფირნიშები
Share |

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართვა „რუსთავი 2“-ის საქმეზე

მედიასაშუალებები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

„რუსთავი 2“-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა „რუსთავი2“–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც „რუსთავი 2“ -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;

მამუკა ღლონტი – რადიო მაესტროს დირექტორი, შპს სტუდია მაესტროს ერთ–ერთი მფლობელი;

ილია კიკაბიძე – შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი;

ლიკა ბასილაია – ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“;

დიანა ტრაპაიძე – ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი;

ირაკლი ტაბლიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი;

გიორგი ისაკაძე – ფონდი ბიზნესმედია საქართველო, გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი;

მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი;

ია ბობოხიძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე;

ნესტან ცეცხლაძე – ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი;

ეთერ თურაძე – ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი;

თაზო კუპრეიშვილი – საინფორმაციო პორტალ On.ge-ს მთავარი რედაქტორი;

გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;

გვანცა ფიფია – სააგენტო „აქცენტის“ დირექტორი;

სოფო ჩხაიძე – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი;

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND–ის მთავარი რედაქტორი;

პაატა ვეშაპიძე – გაზეთ „24 საათის“ დამფუძნებელი;

ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;

ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;

მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა;

რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;

გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი;

ეკა ალფაიძე – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

თამარ ჩერგოლეიშვილი – ტაბულას დირექტორი;

ეკა შინდაგორიძე – სააგენტო ნიუპოსტის მთავარი რედაქტორი;

ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;

რომან ქევხიშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

რაულ ქირია ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;

ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;

ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი;

პირველი რადიო;

სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;

ახალი ამბების სააგენტო timer.ge;

მარგარიტა ახვლედიანი – JAMnews;

ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია პირველი;

დავით კანდელაკი საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

ელისო კილაძე – გაზეთი ქრონიკა +;

ლევან ჭითანავა – Business Time Georgia;

რამაზ ხატიაშვილი – ჟურნალისტი;

ემზარ გოგუაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

დავით მჭედლიძე – Media.Ge, რედაქტორი;

ნათია კობერიძე – IPI Georgia;

ირაკლი მაჩიტაძე – რადიოკომპანია ძველი ქალაქის დირექტორი;

ქეთი ბერძენიშვილი – რადიოკომპანია ძველი ქალაქის პროგრამების დირექტორი;

მაია მამულაშვილი – კახეთის ხმა;

კობა ვასაძე – საინფორმაციო სააგენტო Times News;

თელარა გელანტია – ბიზნესკონტრაქტის ჟურნალისტი;

თეა თუაშვილი – ამერიკის ხმის ნიუ-იორკის ქართული ბიურო;

თეა იოსელიანი – “გურიის მოამბის” რედაქტორი;

გიორგი სირაძე – “გურიის მოამბის” ჟურნალისტი;

ვლადიმერ მენაბდე – “გურიის მოამბის” გამომცემელი;

თეონა ჭალიძე – სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო editori.ge–ს რედაქტორი;

ნინო ივანიშვილი – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA;

თამუნა ქემერტელიძე – ბიზნესკონტრაქტის/ ანალიტიკას და “ქალების ნარატივის” პროდიუსერი;

ელენე კვანჭილაშვილი – ბიზნესკონტრაქტის წამყვანი;

მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია კავკასია, თოქ–შოუ “ბარიერის“ წამყვანი;

მაკა ჯანაშია – საინფორმაციო სააგენტო INFONET, მთავარი რედაქტორი;

ალექსანდრე ცნობილაძე – სილკ ტვ;

მაგდა კლდიაშვილი – სპორტული ჟურნალისტი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი.

ქეთი მსხილაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

გია სურმანიძე – tv25 დამფუძნებელი

ია მერკვილაძე, Netgazeti.ge –ის ბლოგერი, ნიუ იორკი



სხვა ამბები

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

ქრთამის აღების ბრალდებით ტყის მცველი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31