00:03:34

ფირნიშები
Share |

ომბუდსმენი: შესაძლოა, მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.

„პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში რუსთავი2–ის ქონების დაყადაღებასთან, ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნასა თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა.

„ამ ფონზე იქმნება განცდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, შეიძლება, საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიასაშუალების ფუნქციონირებას. ბოლო წლებში ქართული საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მედიათავისუფლება და მრავალფეროვანი მედიაგარემოს არსებობა იყო. თუმცა, უკანასკნელ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეიძლება, ეჭვქვეშ დააყენოს ის, რაც ბევრი სირთულის გადალახვით შეიქმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში უჩა ნანუაშვილი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სასამართლო დავაში განხილული არ ყოფილა, როგორ გახდა ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის მესაკუთრე 2004 წელს.

„ამ საკითხს არ მისცემია სამართლებრივი შეფასება, არც სისხლის სამართლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2–ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, განცხადებით, მათ 2012 წელსვე მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება რაიმე შედეგებამდე არ მისულა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.



სხვა ამბები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთამოედანზე აღნიშნეს. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს. 

დაწვრილებით  

ამბულატორიულ მედიკამენტებს 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31