03:38:57

ფირნიშები
Share |

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე ცენზორად „რუსთავი 2“-ში არ დავბრუნდები, ამის პირობას ვდებ - არ დავუშვებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუკი დაცვის მექანიზმი არ მექნება, ვაცხადებ, რომ არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ ისევ თავიდან მითვისებულია და განვაგრძობ ბრძოლას, ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ის და არხის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე მხოლოდ კუთვნილი წილის დაბრუნებისთვის იბრძვიან.

„ჩვენ იმ სამოცი პროცენტისთვის ვიბრძვით, რომელიც ჩვენი იყო და არანაირი პრეტენზია სხვა რამეზე არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

დვალის თქმით, ქიბარ ხალვაშთან, ვისაც უზენაესმა სასამართლომ არხი მიაკუთვნა, კომუნიკაცია სცადეს, თუმცა ეს კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა.



სხვა ამბები

სოციალური მეწარმეობის თემაზე თელავში ვორქშოფები გაიმართება

10 მარტს, პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში თელავში ვორქშოფების სერია დაიწყება. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ვორქშოფებს იდეის გენერირებაზე, ბიზნესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. ვორქშოფებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

დაწვრილებით  

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
08:00-12:00
Clear skyfrom south-southwest21°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31